13:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 17:01:56, 2701 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი „ტრამპ-თაუერში“ ოფისის იჯარით აღების საკითხს განიხილავს

პენტაგონი „ტრამპ-თაუერში“ ოფისის იჯარით აღების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

როგორც სამხედრო უწყების წარმომადგენელი განმარტავს, ეს აუცილებელი ზომაა იმ შემთხვევისთვის, თუკი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მანჰეტენზე ცათამბრჯენში სტუმრობას გადაწყვეტს.

მედიის ინფორმაციით, პირველ რიგში, საქმე ეხება "ბირთვული ჩემოდნის" კონტროლს - წესების მიხედვით, შეიარაღებული ძალების სპეციალურად დანიშნული ოფიცრები ძალიან ახლოს უნდა იყვნენ ჩემოდანთან და პირადად პრეზიდენტთან.

„ტრამპ-თაუერის“ იჯარით აღების საკითხს ჯარედ ჰოროვიცი აკონტროლებს. მისი თქმით, ერთი სართულის დაქირავება, რომლის ფართობი 1440 კვ.მ-ია, წელიწადში 1,5 მილიონი დოლარი დაჯდება. 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია თეთრი სახლია, თუმცა 2017 წლის 22 იანვარს ტრამპის მეუღლემ მელანიამ და შვილმა ბრენონმა ვაშინგტონი დატოვეს, რადგან მანამდე გადაწყდა, რომ ბრენონი სასწავლო წელს ნიუ-იორკში დაასრულებს და იმ დრომდე დედა მასთან ერთად იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics