|
2017-02-07 13:46:36, 2407 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტი“ კორპორაციული ობლიგაციების განთავსების კუთხით კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა
სს „გალტ & თაგარტი“ კომპანია Cbonds-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, კორპორაციული ობლიგაციების განთავსების კუთხით, მთელს კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა. როგორც „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ განაცხადა, კომპანია სასესხო კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „საქართველოში, სასესხო კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გალტ & თაგარტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა რეგიონში წამყვან პოზიციებზე ყოფნა. ქართულ კომპანიებს, რომელთაც ძლიერი კორპორაციული მმართველობა აქვს, გალტ & თაგარტი აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაცია, კორპორატიული ობლიგაციებით ფულის მოზიდვის საშუალებით. მხოლოდ 2016 წელს გალტ & თაგარტი 7 გარიგებაში წარმოადგენდა ობლიგაციების განთავსების აგენტს და ლიდ-მენეჯერს. ამ განთვსებების მეშვეობით ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი კლიენტებისთვის წარმატებით მოგვეზიდა 311 მილიონი ლარი და 30 მილიონი აშშ დოლარი. ბოლოდროინდელი აქტივობის და მოვლენათა განვითარების შედეგად, სასესხო კაპიტალის ქართული ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება წამყვანი კორპორაციებისათვის და საერთაშორისო ინვესტორებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ გალტ & თაგარტი მომავალშიც შეინარჩუნებს ლიდერი სინვესტიციო ბანკის პოზიციას რეგიონში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.
(R)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)