03:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 17:56:03, 1219 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს შეხვდა.

„კანონპროექტის ანალიზი შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების გარეშე შეუძლებელია.

ჩვენ შევხვდით მათ, რათა შევისწავლოთ რას ფიქრობენ ამ კანონპროექტზე, როგორ მუშაობს დღეს ეს ოპერატიული სამძებრო მოქმედებების სისტემა და რა შეიცვლება ამ სისტემაში ახალი კანონპროექტით, ამის შემდეგ კი, ჩვენ  საკუთარ პოზიციას მოვამზადებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics