10:55 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 14:10:23, 2084 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ზაუტაშვილი: თუკი გადაცემა „რეალური სივრცე“ ახლა შეჩერდება, ის ეთერში ვეღარასოდეს დაბრუნდება

გადაცემის „რეალური სივრცე“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა.

როგორც ზაუტაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების ტელევიზია და მის ბედს მხოლოდ საზოგადოება გადაწყვეტს.

ამასთან, ზაუტაშვილის ინფორმაციით, ტელევიზიაში არსებული საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ალტერნატიულ ხედვას წარადგენს.

ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, „რეალური სივრცე“ დღეიდან ხსნის სადისკუსიო სივრცეს  5-დან 6 საათამდე და პარასკევს საღამოს 10 საათამდე.

„ყველას, ვისაც აქვს გეგმა და მოსაზრება მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით, მზად ვართ მოვუსმინოთ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შეჩერება კანონითაც არასწორია და ეს ვერ მოხდება. როგორც გავიგეთ, თურმე, მხოლოდ აპარატურის გამო იყო პრობლემა. მხოლოდ აპარატურა არ აკეთებს ტელევიზიას, მას აკეთებენ ადამიანები“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, თუკი გადაცემა „რეალური სივრცე“ ახლა შეჩერდება, ის ეთერში ვეღარასოდეს დაბრუნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics