02:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 12:40:54, 1135 ნახვა

საზოგადოება
ვასილ მაღლაფერიძე საინფორმაციო გამოშვებების გარდა ყველა გადაცემის შეჩერებას გეგმავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის კრიზისიდან გამოსვლის აუცილებელ გზებზე ისაუბრა.

მაღლაფერიძის თქმით, ეს არის - მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე  ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება საინფორმაციო გამოშვებების გარდა; თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია; გამოთავისუფლებული თანხების  მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური  ბაზის გასაახლებლად; მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა.

რაც შეეხება გადაცემების დახურვის შესახებ ინფორმაციას, მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ  ამგვარი რამ მაუწყებელში დაგეგმილი არ არის .

ბორდის მიერ გეგმის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში, გადაცემები 2018 წლამდე შეჩერდება. რამდენ თანამშრომელს შეეხება ოპტიმიზაცია, მაღლაფერიძის თქმით, ეს გეგმის დამტკიცებაზეა დამოკიდებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics