02:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-05 15:49:04, 1363 ნახვა

საზოგადოება
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული თანამშრომლები პირველად დახმარებაში გადამზადდნენ

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული თანამშრომლები პირველად დახმარებაში გადამზადდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური სასწავლო კურსი სხვადასხვა დაზიანებისას გადაუდებელი დახმარების საკითხებს მოიცავდა.

მათივე ინფორმაციით, თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის მანიპულაციები მულაჟის მაგალითზე იყო ნაჩვენები.

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე სიმულაციურ ვარჯიშებში ჩართულიყვნენ.

ტრენინგის ფარგლებში რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულმა თანამშრომლებმა გულ-ფილტვის რეანიმაცია, ნახვევის გაკეთება, სისხლდენის შესაჩერებლად იმპროვიზებული ლახტის შექმნა, მოტეხილი კიდურის დაფიქსირება, ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება და სხვა პირველადი დახმარების საკითხები შეისწავლეს.

ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ჩატარდა და სამედიცინო განათლების არმქონე პირთა პირველად დახმარებაში მომზადებას ისახავს მიზნად.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics