|
2017-02-04 12:27:34, 1929 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 6-8 თებერვალს პირველი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ფრანგ კოლეგას, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრს ჟან მარკ ეროსს და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს არლემ დეზირს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრ სენატორებთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ პარლამენტარებთან. დაგეგმილია დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების და ანალიტიკური ფონდების წარმომადგენლებთანაც. პარიზში ყოფნის დრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლევილის ქართულ მამულს მოინახულებს და ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. „აღსანიშნავია საქართველო-საფრანგეთის წარმატებული ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, ასევე ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში და საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)