01:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 14:11:31, 1142 ნახვა

საზოგადოება
სამართალდამცველებმა „ბავშვთა სამყაროში" მომუშავე რამდენიმე პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა "ბავშვთა სამყაროში" მომუშავე რამდენიმე პირი დააკავეს.

მოვაჭრეები თამარ მეფის გამზირზე აქციას მართავდნენ და სავალი ნაწილი გადაკეტეს რა დროსაც პოლიციელებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ.

მოვაჭრეები ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლასა და სავაჭრო ცენტრიდან საკუთარი ნივთების გამოტანას მოითხოვდნენ.

როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, დაპირებისამებრ დღეს 11:00 საათზე ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დამწვარ შენობაში უნდა შეეშვათ, თუმცა დღეს მათთან არავინ მისულა.

ამ დროისთვის თამარ მეფის გამზირის სავალი ნაწილი გათავისუფლებულია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics