01:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 13:10:05, 1024 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: დღეს ზურაბ ჟვანია განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ფრაზა „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“  ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ მისწრაფებას.

„დღეს ჩვენი ეპოქის გამორჩეული პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა.

„მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე ვარ ევროპელი" - მისი ეს ფრაზა ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს  ქართველი ხალხის ისტორიულ მისწრაფებას, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ზურაბის უდიდესი ძალისმხევით შეიძინა ახალი სუნთქვა.

მისი წვლილი თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებაში სრულიად უნიკალურია. ზურაბისა და მის თანამოაზრეთა თავდაუზოგავმა ძალისხმევამ შექმნა მყარი საფუძველი ქართული პარლამენტარიზმის განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების შეუქცევადობისათვის, მნიშვნელოვანწილად განაპირობა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების დღევანდელი სახე.

 მის ბრძოლასა და შრომას მუდმივად განმსჭვალავდა რწმენა, რომ საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახის წევრობა ჩვენი ისტორიული გზის გაგრძელება, ჩვენი ბედისწერაა. ამიტომ, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ზურაბი განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა.

ზურაბ ჟვანიას ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეები  კვლავ არაერთი თაობისათვის იქნება ორიენტირი წინსვლისა და განვითარების გზაზე“,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერავალს გარდაიცვალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics