15:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 12:16:54, 473 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი: 2014 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2013 წელთან შედარებით, 1,1%-ით გაიზარდა

2014 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2013 წელთან შედარებით 1,1 პროცენტით გაიზარდა და 49 087 შეადგინა. ინფამსორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაცვალების რიცხოვნობის მატება აისახა გარდაცვლილთა სქესობრივ-ასაკობრივ სტუქტურაში. მატება დაფიქსირდა 70-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. კლება განიცადა ქალების 65-69 წლის და 75 წლის ზემოთ ასაკობრივმა ჯგუფებმა, ხოლო მამაკაცებში – 60-69 და 75-79 წლის ასაკობრივმა ჯგუფებმა. 

ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2014 წელს 9,5 პრომილე შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1,6 პუნქტით ნაკლებია.
5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 2014 წელს 10,9 პრომილე იყო, ხოლო იგივე მაჩვენებელმა 2013 წელს 13,0 პრომილე შეადგინა.

რაც შეეხება ბუნებრივ მატებას, საქსტატის ინფორმაციით, 2014 წელს ბუნებრივმა მატებამ (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) წინა წელთან შედარებით 23,8 პროცენტით მოიმატა და 11 548 შეადგინა

2014 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა გურიის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics