00:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 17:53:46, 1264 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპის ბიუროს დირექტორს  ვინსენტ კოშეტელს შეხვდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სოზარ სუბარმა UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორს სამინისტროში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მიმართულებით მიმდინარე პროექტები გააცნო.

უწყების ცნობით, მხარეებმა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმის შესახებაც ისაუბრეს.

„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც რეფორმის გასატარებლად გადადგით და გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას“, - განაცხადა UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორმა ვინსენტ კოშეტელმა.

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics