|
2017-02-02 13:04:44, 1818 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: „ნაცმოძრაობამ“ აქციები იმ ტერიტორიაზე გამართოს, რომელიც მოღალატეობრივად ჩააბარა რუსეთს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. სუბარის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობა“ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები მოღალატეობრივად ჩააბარა და კარგი იქნებოდა, აქციები იმ ტერიტორიაზე გაემართათ: „პირველ რიგში, 2 საათზე აქციას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს სამინისტროსთან, რა ინფორმაციაც მაქვს თვითონ დევნილებისგან 2 კვირიანი სრული მობილიზებით, ლამის სამხედრო რეჟიმზე გადავიდნენ მოახერხეს და 400 კაციანი სია შექმნეს, რომელთა მოყვანასაც აპირებენ. ამ 400 კაციანი სიიდან რამდენი მოვა, ისიც გასარკვევია. ისე, კარგი იქნებოდა, აქციები იმ ტერიტორიაზე გაემართათ, რომელიც მოღალატეობრივად ჩააბარეს რუსეთს. ახალ გორში, მაგალითად, რომელიც ჯერ გამოყვეს მცხეთა-მთიანეთიდან, შემდეგ შეუერთეს ე.წ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქს. შემდეგ კი ჩააბარეს რუსეთს. კოდორში, საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ჯარი შეიყვანეს, საკუთარი ტერიტორიის დაპყრობის იმიტაცია გაითამაშეს და ჩააბარეს რუსეთს. აქ გაემართათ აქციები”,-განაცხადა სოზარ სუბარმა. რაც შეეხება დევნილების დახმარებებს, მინისტრის განმარტებით, ის დევნილის სტატუსს არ შეეხება: „ ის, როგორც პოლიტიკური სტატუსი რჩება, სანამ არ მოხდება დაბრუნება. საერთაშორისო სტანდარტი ის არის, რომ ასეთი სტატუსი არ არსებობს. ეს არ არის ჩვენთან განხილვის საგანი“,- აღნიშნა სუბარმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)