|
2017-02-01 16:58:55, 2016 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტში შს და თავდაცვის მინისტრების მისვლის აუცილებლობა არ არსებობს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მისვლის აუცილებლობა არ არსებობს. ჩუგოშვილის თქმით, დაუსრულებელი სპეკულაციები ძალიან სამწუხაროა. „ოპოზიციის ოპონირება მესმის, რადგან ეს ჯანსაღი და ნორმალური პროცესია, მაგრამ ოპონირება, ალბათ, იმ თემებზე უნდა მიდიოდეს, რასაც მართლა შეიძლება ჰქონდეს საფუძველი და რაც მართლა კრიტიკას იმსახურებს. რაღაცების მოგონება, პრობლემების შეთხზვა და საზოგადოების აღელვება რაღაც თემებზე, არ მგონია, რომ კარგი საქმე იყოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ თემებს, ცერცვაძეს და სხვა სამხედროების საკითხს, როგორც ვიცი, შს სამინისტრო აპირებს ბრიფინგის გამართვას და ინფორმაციის წარმოდგენას საზოგადოებისთვის მონაცემებთან დაკავშირებით. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ყველაფერი კეთდება, რომ პირველ რიგში, ამ სამხედროების უსაფრთხოება იყოს დაცული და ამაზე მუშაობა მიდის", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევასა და მასზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მისვლას მოითხოვს.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)