23:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 17:22:38, 1290 ნახვა

საზოგადოება
დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ზარალის ანაზღაურებაზე უარი მიიღეს

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ქვედა ბაზრობის მოვაჭრეებს თბილისის მერიამ ზარალის ანაზღაურებაზე უარი უთხრა, თუმცა ალტერნატიული ფართების გამოყოფას, საბანკო სესხების გადავადებასა და საგადასახადო შეღავათების დაწესებას დაპირდა.

დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დღეს მერიასთან აქცია გამართეს. მოვაჭრეების 3 წარმომადგენელი თბილისის მერის მოადგილეს ირაკლი ლექვინაძეს შეხვდა და აქციის მონაწილეების მოთხოვნები გააცნო.  

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ისინი ზარალის ანაზღაურებასა და ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოვაჭრეებმა განაცხადეს, მათ ალტერნატიული ფართები არ სჭირდებათ, ვინაიდან საქონლის შესაძენად შესაბამისი რაოდენობის თანხა არ აქვთ. 

ცნობისთვის, დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დედაქალაქის მერიასთან აქცია შეწყვიტეს. ისინი საპროტესტო აქციის განახლებას ხვალ ბიძინა ივანიშვილის სახლთან გეგმავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics