12:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 17:02:19, 400 ნახვა

პოლიტიკა
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კოდექსში ცვლილებები იგეგმება

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებთან და გამგებლებთან შეხვედრას მართავს. 
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექს“–ში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. 
მისივე განმარტებით, აღნიშნულ კანონში ცვლილებები შესყიდვების ნაწილს შეეხება. 
 „მუნიციპალიტეტების გამგებლები და მერები წარმოაგენენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა საკანონმდებლო და პროცედურული ხარვეზებია კანონმდებლობაში, რომელიც უნდა გამოსწორდეს იმისათვის, რომ უფრო ქმედითი და ეფექტიანი გახდეს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობა. საუბარია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსში“ ცვლილების შეტანაზე, რათა უფრო მოქნილი გახდეს თვითმმართველობის საქმიანობა – გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე იქნას უზრუნველყოფილი, ანუ სხვადასხვა წარმომადგენლობით და აღმასრულებელ უწყებებს შორის არ იყოს მუდმივად დოკუმენტაციის გადაგზავნა–გადმოგზავნა.  გარდა ამისა, ხშირად ხდება ტენდერების ჩაშლა, ამიტომ ყველაფერი შეიკრიბება, ერთიანი სახე მიეცემა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება“, – აღნიშნა ნარმანიამ.  
ცნობისთვის, რეგიონის გუბერნატორებთან, ქალაქის მერებთან და გამგებლებთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ– მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. პირველი შეხვედრა გასულ კვირას, ქუთაისში დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების, მერებსა და გამგებლებთან გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics