|
2017-01-28 16:30:05, 2583 ნახვა
სამართალი
სუს-ი: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს. ამის შესახებ სუს-ში ლუკავას ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადეს. „აღნიშნული ინფორმაცია გუშინ მივაწოდეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას. მათი მეშვეობით გააქტიურდა ცხელი ხაზი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ადასტურებს ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ლუკავას საქმეზე მუშაობა გრძელდება“, - აცხადებენ სუს-ში. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პატიმრობამისჯილი გიორგი ლუკავას ოჯახის წევრები მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ. მათი განცხადებით, ლუკავა ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ დრანდის ციხიდან მისი სხვაგან გადაყვანა იგეგმებოდა. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ის მოკლულია. შეგახსენებთ, აფხაზეთის ომის მონაწილე, გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)