|
2017-01-26 17:51:42, 1863 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იან კელი: არ ვაღიარებთ არანაირ ადმინისტრაციულ საზღვარს და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს
აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და ხურჩაში არსებულ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარატმენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე,რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან მომდინარეობს. სუს-ის წარმომადგენლებმა ელჩს საოკუპაციო ზოლზე ე.წ. გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვის და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის მაისში მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. იან კელიმ შეშფოთება გამოხატა ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვის ფაქტის გამო. „ ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და შესაბამისად,არ ვაღიარებთ არანაირ ხაზს,ადმინისტრაციულ საზღვარს და შესაბამისად,არანაირ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დამოკიდებულება არის ის,რომ საქართველო არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას,რომ თუ დაიხურება სასაზღვრო-გამშვები პუნქტები,ეს შეზღუდავს მოქალაქეების,ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების უფლებას და ეს ადამიანები მიეკუთვნებიან ყველაზე უფრო დაუცველ ფენას . ესენი არიან: სკოლის მოსწავლეები,ის ახალგაზრდები,რომლებიც ცდილობენ განათლება მიიღონ და რომელთაც მოუწევთ 50 კმ გაიარონ ფეხით იმ შემთხვევაში,თუ ეს დაიხურება.ესენი არიან მოხუცები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება,სამედიცინო დახმარება მათ შორის.ესენი არიან სხვადასხვა ოჯახები, რომელთაც უნდათ,რომ ნათსავებთან ერთად გაატარონ საზეიმო და სამგლოვიარო დღეები და ჩვენ ამის გამო ძალიან ღრმად ვართ შეწუხებული. რაც შეეხება მექანიზმს,თუ როგორ შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყოს შეცვლილი,ჩვენ ამ საკითხებს წინ წამოვწევთ ეუთოს ფარგლებში რასაკვირველია და ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში“- განაცხადა იან კელიმ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)