|
2017-01-26 15:13:05, 1652 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი ცერცვაძეზე: საქართველოს მთავრობა მას წირავს, მაგრამ უკრაინა მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში უნდა დაიწყოს გამოძიება, იმის თაობაზე თუ როგორ აღმოჩნდა ქართველი მოსამსახურეების შესახებ ინფორომაცია "მტრის ხელში". როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გია ცერცვაძეს უკრაინაში დარჩენის შესაძლებლობა უნდა მისცენ. მისივე ინფორმაციით, ქართული მხარე ცერცვაძის, ინტერპოლის მიერ ძებნის შესახებ ინფორომაციას ფლობდა. "საერთოდ გამოვრციხავ, ქართულ მხარეს არ სცოდნოდა, რომ გია ცერცვაძე ინტერპოლის მიერ იძებნება. გია როდესაც გადმოდიოდა საზღვარზე გააჩერეს და 20 წუთი პროცედურებს გადიოდნენ. რახან ის გააჩერეს, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ის სიაში იყო. ამ დროს რა ხდება: როდესაც ხარ სიაში, მესაზღვრე ელოდება უფროსის ბრძანებას გაუშვეს ადამიანი თუ არა. ეს იყო ინტერპოლის სია. ისინი ელოდებოდნენ მის გადასვლას, რადგან ქართულ მხარეს კონსტიტუციით არ შეუძლია რუსეთს თავის მოქალაქეები გადასცეს, ხოლო სხვა ქვეყანას ეს შეუძლია. ამიხსენით, რანაირად აღმოჩნდა სხვა ქართველი მოსამსახურეების პირადი მონაცემები რუსების ხელში?!", - განაცხადა სააკაშვილმა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ქართველი მოსამსახურეების პირადი მონაცემები მხოლოდ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთვის არის ცნობილი. "ახლა გაირკვა, რომ არა მარტო კონკრეტულად ცერცვაძის, არამედ ქურასბედიანზე აქვთ საქმე, გაირკვა რომ ბერიანიძეზე აქვთ საქმე და რანაირად აღმოჩნდა, რომ ყველა ის სამხედროა, რომლებიც ახლა არიან უკრაინაში. მათი პირადი მონაცემები მხოლოდ ქართულ მხარეს ჰქონდათ. გამოდის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ გადასცა მათ შემდეგი ინფორმაცია. ან რუსეთს ჰყავს სუპერ აგენტები, რაც გამორიცხული არ არის, მაგრამ უფრო ლოგიკურია იმაზე იფიქრო, რომ ვიღაც თავდაცვის სამინისტროში დაჯდა, აიღო მთელი მონაცემები და მისცა რუსებს. ამას ჰქვია ყველა ცივილიზებული ქვეყნის ენაზე ქვეყნის ინტერესების სრული ფეხქვეშგათელვა და ღალატი. უნდა დაიწოს გამოძიება თუ როგორ აღმოჩნდა ეს მასალები საქართველოს მტრის ხელში. ცერცვაძეს უნდა მისცენ აქ დარჩენის უფლება. გასაგებია, რომ საქართველოს მთავრობა მას წირავს, მაგრამ უკრაინა მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე 15 იანვარს, უკრაინაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის ფედერაცია სამხედროს, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)