18:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 14:57:39, 1843 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ე.წ. კაბელების საქმეზე ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენი იქნება

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი ლობჟანიძის ადვოკატის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში ე.წ.  კებელების საქმეზე ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენის გამოტანაა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, სასამართლოს შეუძლია ბრალდებულების მიმართ მუხლის გადაკვალიფიცირება მოახდინოს, თუმცა რა განაჩენს გამოიტანს სააპელაციო სასამართლო ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, 2016 წლის 16 მაისს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ თავდაცვის სამინისტროს  მაღალჩინოსნები დამნაშავედ სცნო და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათვე 2 წლის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.    

გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას და ნუგზარ კაიშაურს ბრალად ედებოდათ  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.  

საქმეზე პირველ ინსტანციაში გაიმართა 50 სასამართლო პროცესი. დაიკითხა ბრალდების 67 და დაცვის 10 მოწმე,  ასევე, თავად ბრალდებულები.

აღნიშნული განაჩენი დაცვის მხარემ  თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics