16:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 13:17:02, 952 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო: კლინიკებმა უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება მათთვის პრიორიტეტი - პაციენტი თუ ფინანსური სარგებელი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების სისტემასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ჩატარებული მონიტორინგის სამსახურის ანალიზმა აჩვენა, რომ 2016 წელს არსებული დაფინანსების სისტემა კლინიკებს რიგ შემთხვევებში მანიპულირების საშულებას აძლევდა.

მათივე განმარტებით, ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და  თანხების სამართლიან გადანაწილებას უზრუნველყოფს.

„გასული წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის სამსახურის ანალიზმა აჩვენა, რომ 2016 წელს არსებული დაფინანსების სისტემა კლინიკებს რიგ შემთხვევებში აძლევდა მანიპულირების საშულებას. გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო კლინიკაში არაერთხელ ხვდებოდა თვის განმავლობაში. ეს კლინიკებს აძლევდა საშუალებას, არასრული მკურნალობით მოეპოვებინა ფინანსები.

ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და  უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტებს მიეწოდოთ დროული და ხარისხიანი მომსახურება.

ცხადია, ეს ცვლილებები არ იქნება მისაღები იმ დაწესებულებებისთვის, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ,  რა იქნება მათთვის პრიორიტეტი - პაციენტი თუ ფინანსური სარგებელი.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილებები პირველ რიგში მიმართულია პაციენტების ინტერესებისკენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიმართვაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics