|
2017-01-23 12:35:59, 2134 ნახვა
ეკონომიკა
„რისკის შეფასება - წარმოების მაღალი ხარისხის გარანტი“ - ევროპელი ექსპერტის მისია საქართველოში
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში ევროკომისიის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მიერ ევროსაბჭოს ტექნიკური მხარდაჭერის და ინფორმაციის გაცვლის ორგანიზაციის (TAIEX) ინსტრუმენტის ფარგლებში ორგანიზებული საექსპერტო მისიის წარმომადგენელმა, ექსპერტმა, სტილიანოს კოულოურისმა სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების საკითხებზე შეხვედრები გამართა. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შეხვედრებზე მხარეებმა სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების შესაძლებლობის გაზრდის და ინსტიტუციური გაძლიერების საკითხები განიხილეს. მისიის ფარგლებში, საერთაშორისოდ აღიარებული ევროპული სტანდარტების გაზიარების მიზნით, სტილიანოს კოულოურისმა ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) მიერ ადაპტირებული რისკის შეფასების გაიდლაინები და მეთოდოლოგია წარმოადგინა, საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში ინსტიტუციური მოწყობის მოდელს გაეცნო და განვითარების რეკომენდაციები შეიმუშავა. „მოგეხსენებათ, კომერციული საქმიანობა გლობალურ ფორმატზე გადადის და, შესაბამისად, სურსათთან დაკავშირებული საფრთხეებიც გლობალურ ხასიათს იღებს, ეს საფრთხეები ყველასთვის საერთო პრობლემა ხდება. ჩვენი მიზანია, მოხდეს ქვეყნებს შორის ამ საფრთხეებისა და რისკების შეფასების ჰარმონიზაცია, რათა ყველას გვქონდეს ერთიანი მიდგომა. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ქვეყნებს შესაძლეობლობას მისცემს, საფრთხის შექმნის შემთხვევაში, პრობლემის უფრო ეფექტიანი მოგვარების გზა ჰქონდეთ. მოხარული ვართ, რომ საქართველოს აქვს კარგად ჩამოყალიბებული რისკის შეფასების სამსახური. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სტრუქტურა დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. როგორც სტრუქტურა, ისე გამოყენებული მეთოდოლოგია თანხვედრაშია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. რისკის შეფასების დამოუკიდებელი სამეცნიერო-საკონსულტაციო საჭო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახური - სწორედ ასეთი ფორმატით ფუნქციონირებს ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოც. ძალიან კარგი და მისაღებია არსებული სტრუქტურა და ფორმატი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებშიც კი მსგავსი სტრუქტურები ჯერ კიდევ არ არსებობს“, - აღნიშნა ექსპერტმა, სტილიანოს კოულოურისმა. სურსათის უვნებლობის რისკის შეფასება მნიშვნელოვანია წარმოების მაღალი ხარისხის, უვნებელი სურსათისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. საერთაშორისო ბაზრის პრინციპებთან და სტანდარტებთან შესაბამისობა ქვეყანას ევროპულ ბაზარზე სავაჭრო ურთიერთობების გაფართოვების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული უპირატესობებით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)