|
2015-03-28 17:34:48, 821 ნახვა
სამართალი
ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჯგუფი მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით დაკომპლექტდა. ამასთან, უწყების ცნობით, საგამოძიებო ჯგუფმა გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ბესიკ ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. „საქართველოს პროკურატურა მოქალაქე ბესარიონ ხარძიანის გარდაცვალების ფაქტზე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით. საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 19, 108 მუხლით, რაც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას. ვინაიდან ბ. ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას. ამ ეტაპზე საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები, მიმდინარეობს დაკითხვები და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები. ასევე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მოქმედებს პროკურატურის ცხელი ხაზი - 2 40 52 22 და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მომხდარის შესახებ გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, ვთხოვთ დაგვიკავშირდეს, კონფიდენციალურობა დაცული იქნება. საქართველოს პროკურატურა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მოახდენს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)