15:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 13:59:09, 1332 ნახვა

საზოგადოება
ლევილის ქართულ მამულში შესაძლოა, მეგრული ოდა-სახლი დაიდგას

საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში, შესაძლოა, მეგრული ოდა-სახლი დაიდგას. 

ამის შესახებ  ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ, მის ტერიტორიაზე ქართული შემეცნებით-კულტურული გარემოს შექმნა იგეგმება. 

სახლის შერჩევაც ამ მიზნით ხდება. 

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ამ საკითხზე სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მუშაობდნენ.

ამ ეტაპზე მე-19 საუკუნის რამდენიმე ნაგებობაა შერჩეული. საბოლოო გადაწყვეტილებას ლევილის მამულის განვითარებისთვის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი მიიღებს, რომელიც ლევილის სამომავლო კონცეფციაზე მუშაობს. 

ცნობისთვის, საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე 23 სექტემბერს ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს  ხელი მოეწერა, რითაც 25-წლიანი ისტორიული პროცესი დასრულდა და მამული  ქართველ ხალხს დაუბრუნდა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics