05:30 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 17:45:07, 1252 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტრამპი: ვინც ინაუგურაციას არ დაესწრება, ბილეთები დააბრუნოს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მათ, ვინც მის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებენ, ბილეთები უკან უნდა დააბრუნონ.

ტრამპის განცხადებას Fox News-ი ავრცელებს.

"თუ ადამიანები არ მოვლენ ინაუგურაციაზე, ეს ნორმალურია. მაგრამ ბილეთები დააბრუნონ, გვჭირდება", - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას 50-მდე კონგრესმენმა ბოიკოტი გამოუცხადა.

ამასთან, 17 იანვარს, ვაშინგტონში, ერთ-ერთმა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. მამაკაცი მრავლობითი დამწვრობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ინაუგურაციის გაპროტესტების პირობა ათასობით მოქალაქემ დადო. ისინი გზების გადაკეტვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ვაშინგტონში გაიმართება. დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეცვლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics