|
2017-01-17 12:58:38, 1806 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: სკოლებში სანიტარული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
„სკოლებში სანიტარული ნორმების დარღვევის შემთხვევაში დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრ სკოლაში აუთვისებელი ბიუჯეტის პირობებში სველი წერტილების პრობლემა კვლავ რჩება. „ასე ვთქვათ, ყველა მიმართულებით შევუტიოთ ჰიგიენტის საკითხს. ჩვენ დირექტორებს ვთხოვეთ, რომ რა დონეზეც არის შესაძლებელი მათი არსებული ინფრასტრუქტურით მოწესრიგება და სისუფთავე, ამისთვის ყველაფერი გააკეთონ. ეს ჩვენი დავალებაც არის, თხოვნაც და მოთხოვნაც. დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება იმ შემთხვევაში, თუ სველი წერტილების მოწესრიგება არ მოხდება. ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ბიუჯეტის კუთხით მხარდაჭერა ექნებათ“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)