|
2017-01-17 11:44:37, 2387 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკს რისკების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს
თიბისი ბანკს რისკების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ბანკიდან აცნობეს, დავით ჭყონია, რომლსაც საბანკო საქმესა და რისკების მართვაში 15 წლიანი გამოცდილება აქვს, თიბისი ბანკის რისკების მართვის დირექტორის და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს დღეიდან დაიკავებს. „თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე დავით ჭყონია კომპანია „BlackRock"-ის („BlackRock Solutions Group") დირექტორის პოსტს იკავებდა, სადაც ის კონსულტაციას უწევდა ფინანსურ ინსტიტუტებსა და მარეგულირებლებს საწარმო რისკებთან, საბალანსო უწყისის სტრატეგიასთან და რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებში. დავით ჭყონია PIMCO-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა და კომპანიას კონსულტაციებს უწევდა რისკებთან დაკავშირებულ საკითხებში, განსაკუთრებით კი ევროპის საკრედიტო და კაპიტალის ბაზრებზე შესრულებულ ტრანზაქციებში. უფრო ადრე, დავით ჭყონია სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანიზაციებსა და კომპანიებში, როგორებიცაა: European Resolution Capital, Goldman Sachs და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. დავით ჭყონია ფლობს სან-ხოსეს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და პენსილვანიის უნივერსიტეტის უარტონის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს“, - აცხადებენ თიბისი ბანკში. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დავით ჭყონია თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს შემოუერთდა რისკების მართვის დირექტორის პოზიციაზე. მას მდიდარი გამოცდილება აქვს ფინანსური სერვისებისა და რისკების მართვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ დავითი დიდ წვლილს შეიტანს ბანკის შემდგომ ზრდასა და განვითარებაში", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. დავით ჭყონიამ თიბისი ბანკის რისკების მართვის დირექტორის პოსტზე გოგა თხელიძე ჩაანაცვლა, რომელიც თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)