12:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 14:03:57, 1217 ნახვა

საზოგადოება
„გაზპრომი“ ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„გაზპრომ ექსპორტი“ ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „გაზპრომ ექსპორტმა“ და ქართულმა მხარემ რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის პირობების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტრანზიტის საფასურს "გაზპრომი" საქართველოს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით აუნაზღაურებს.

„მიღწეული შეთანხმებების თანახმად, რუსული მხარე 2017-2018 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში წელიწადში 2,0-2,2 კუბური მეტრიგაზი მიეწოდება. გარდა ამისა, საქართველო 2016 წელთან შედარებით გაზს შეღავათიანი პირობებით მიიღებს. კერძოდ კი 1000 კუბურ მეტრში 30 აშშ დოლარით ნაკლები ტარიფით. მოლაპარაკებების შემდეგ, ქართულ მხარესთან მივაღწიეთ შეთანხმებას. კომერციული პირობები ჩამოვაყალიბეთ, რომლებიც ორივე მხარისთვის ოპტიმალური იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics