|
2015-03-27 16:33:38, 886 ნახვა
ეკონომიკა
ღარიბაშვილი: ის პოტენციალი, რომელიც სამეგრელოს ტურიზმისთვის აქვს, დაუშვებელია, რომ მთლიანად არ გამოვიყენოთ
სამეგრელო-ზემო სვანეთის შესწავლის შედეგად, რეგიონის განვითარებისთვის გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება: სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური განვითარება შესაბამისი მომსახურებით და ტურიზმი, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა სამეგრელო–ზემო სვანეთის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, რეგიონში არსებობს დიდი რესურსი, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ისე ხის სამშენებლო მასალებისა და ავეჯის გადამამუშავებელი საწარმოების ამოქმედების და სამშენებლო მასალების წარმოებისთვის. „ასეთი სიმდიდრის მქონე რეგიონი ეკონომიკურად უნდა გაძლიერდეს. ჩვენ ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთი არის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი და გეოგრაფიული ლანდშაფტით გამორჩეული რეგიონი. ჩვენ ამ მიმართულებითაც აქტიურად უნდა ვიმუშაოთ და ის დიდი პოტენციალი, რომელიც სამეგრელოს ტურიზმისთვის აქვს, დაუშვებელია, რომ მთლიანად არ გამოვიყენოთ,“–აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში საინტერესო ბიზნესპროექტები განხორციელდება. „დღეისთვის ამ რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 224 მილიონ ლარს აჭარბებს. მხოლოდ ფოთში 25 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება; 6 მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული ხობში; წალენჯიხაში ინვესტიციის ოდენობა 2 მილიონ დოლარზე მეტია, მესტიაში კი შემოსულია 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით, მხოლოდ გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემოვიდა 59 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც ჩაიდო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის, გადამმუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის მიმართულებით. ვრცელ გამოსვლაში პრემიერმა ხელისუფლების მიერ რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „2016 წლის ბოლომდე დასრულდება მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა სოფელ რუხში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სრულიად სხვა რეალობას შექმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას ექნება მაღალი სტანდარტის თანამედროვე კლინიკა, სადაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ. გარდა ამისა, ჩვენს აფხაზ ძმებს ექნებათ საშუალება, ნებისმიერ დროს ისარგებლონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ–მინისტრმა ბიზნესმენებს რეგიონების განვითარების პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბიზნესს ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. სამეგრელო–ზემო სვანეთის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართა და მას ბიზნესის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)