23:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 14:59:31, 1950 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კახა კალაძე: ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით აფხაზეთში პრობლემებია

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით აფხაზეთში პრობლემები  ნამდვილად არსებობს.

როგორც კალაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს მომავალში  ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.

"პრობლემები ნამდვილად არის ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენ უახლოეს მომავალში შევხდებით, გვექნება საუბარი ამ კონკრეტულ საკითხზე. როგორც შარშან, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დროულად იქნას მოგვარებული და ელექტროენერგიის თვალსაზრისით მათ პრობლემები არ შეექმნათ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექროენერგიის მოხმარება 2016 წელს 2007 წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა, შესაბამისად "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საკმარისი არაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics