|
2017-01-11 14:31:07, 2283 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სესხების ლარიზაციაზე განმარტებები გააკეთა
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე სესხების ლარიზაციის გეგმის კონკრეტული დეტალები დაამტკიცა. როგორც ცნობილია, სესხების ლარიზაციის ერთჯერადი სქემა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა, 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება, ლარიზაციასთან დაკავშირებით განმარტებები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმაც გააკეთა. „თუ მსესხებელს გააჩნია სესხი 40 000-ზე მეტი, მაშინ მას შეეხება ნაწილობრივ სუბსიდირება, ანუი 40 000 დოლარის ფარლებში შეეხება სუბსიდირება, თუ მსესხებელს აქვს 100 000 დოლარზე მეტი, დღეის მდგომარეობით ის ამ პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ასევე, თუ შემოსავალი არის 100 000 ლარზე მეტი, 2015 წლის მდგომარეობით, ასევე მათ არ შეეხებათ სუბსიდირება. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება, ანუ თუ სხვა კომერციული ბანკი გთავაზობს უკეთეს პირობებს, ვიდრე ჩვენი მომსახურე ბანკი, პორტირება დასაშვებია“,-აღნიშნა მესტვირიშვილმა. სესხების გალარებისას, საპროცენტო განაკვეთი 10-10.5%-იქნება. ფიზიკურ პირებზე 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების სესხების ლარში კონვერტაცია არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით მოხდება.სახელმწიფო კონვერტაციის ღირებულების ნაწილს დაფარავს, რისთვისაც 2017 წლის ბიუჯეტში სუბსიდიის სახით 65 მილიონი ჩაიდება. დოლარის სესხების გალარება ნებაყოფლობითია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)