11:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 11:47:54, 1008 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისსა და გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისსა და გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება იმერეთის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

უწყების ინფორმაციით, გორში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება  შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს და ასევე იმ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში იყვნენ რეგისტრირებულები და რეგისტრაციის ადგილი 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ შეიცვალეს. განაცხადები მიიღება 2017 წლის პირველ მარტამდე.

დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე:  თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი;  ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27;  ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6.

გარდა ჩამოთვლილი მისამართებისა, გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შესაძლებელია გორში, შმაგის ქ.  N1-ში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics