13:52 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 13:25:15, 2481 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ ოსამა ბილ ლადენის შვილი, ჰამზა ბინ ლადენი შავ სიაში შეიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის შვილი, ჰამზა ბინ ლადენი შავ სიაში შეიყვანა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჰამზა ბინ ლადენის შავ შიაში შეყვანის შემდეგ, აშშ-ის მოსახლეობას მასთან კომუნიკაცია ეკრძალება და მისი ყველა ანგარიში ქვეყნის ტერიტორიაზე "გაყინვას" ექვემდებარება.

შავ სიაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს, ჰამზა ბინ ლადენი, "განსაკუთრებით საშიშ, საერთაშორისო ტერორისტადაა" დასახელებული.

აღნიშნულ სიაში, ბინ ლადენის გარდა, "ალ-ქაიდას" კიდევ ერთი ლიდერი, იბრაგიმ ალ-ბანნაა შეყვანილი.

აშშ-ის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ ჰამზა ბინ ლადენი დაჯგუფება "ალ-ქაიდას" აქტიური პროპაგანდისტი მას შემდეგ გახდა, რაც პაკისტანში, 2011 წლის მაისში აშშ-ის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს მამამისი, ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.

როგორც BBC-ი წერს, სპეცსამსახურებმა, ბინ ლადენის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს წერილები, რომლებსაც ჰამზა ბინ ლადენი "ალ-ქაიდას" ამჟამიდენ ლიდერს წერდა. წერილებში ბინ ლადენი, ლიდერს სწავლებას სთხოვდა და მისი მემკვიდრე ყოფილიყო.

სპეცსამსახურების ინფორმაციით, ოსამა ბინ ლადენი შვილისთვის "ალ-ქაიდას" ხელმძღვანელობის გადაბარებას გეგმავდა.

ცნობისთვის, ოსამა ბინ ლადენის დაღუპვის შემდეგ, "ალ-ქაიდას" ლიდერი ეგვიპტელი აიმან ზავაჰირი გახდა.

ამასთან, ჰამზა ბინ ლადენი პერიოდულად ვიდეო მიმართვებს ავრცელებდა, სადაც აშშ-ს ახალი დარტყმებით ემუქრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics