14:14 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 11:01:51, 621 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 9 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლინდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 9 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლინდა. 

აღნიშნულ ორგანიზაციებზე 12 გრანტი გადანაწილდა, რომელთა  საერთო ღირებულებაც 340 000 ლარს შეადგენს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გრანტები 4 სარეინტეგრაციო მომსახურების დასაფინანსებლად გაიცა:  სამედიცინო მომსახურებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პროფესიული სწავლება, სოციალური პროექტები,    ანაზღაურებადი სტაჟირება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც  დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, საქართველოს  2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა გამოიყო, რომელიც გრანტის სახით არასამთავრობო  ორგანიზაციებზე  ნაწილდება.

„პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განაცხადები,  სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად,  საგრანტო კომისიამ განიხილა, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროს,საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 9 არასამთავრობო ორგანიზაციიდან, 6 წარმოდგენილი იყო კოალიციური სახით.

კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: „მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება“ - რომლის შემადგენლობაშიც 6 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება,  „საზოგადოებრივი დამცველი“, „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ და  საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.  საგრანტო პროექტი მოიცავს თბილისს და საქართველოს რეგიონებსაც“,-აღნიშნულია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებაში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics