|
2017-01-05 15:55:54, 1747 ნახვა
კომენტარი
ნინო ზაუტაშვილი: ის, რაც 30 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოხდა, სამარცხვინო იყო
სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძის შემდეგ, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატს, ტელეწამყვან ნინო ზაუტაშვილს მოუსმინა. მან არხის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრა. ამასთან, ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ მას ხალხის ნდობა მოპოვებული აქვს და სურს ის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც გაუზიაროს. ნინო ზაუტაშვილმა ტელევიზიის მენეჯმენტი გააკრიტიკა. ზაუტაშვილის თქმით, ტელევიზიას რომ 60 წელი უსრულდებოდა, 25 დეკემბერს გაახსენდათ, რის გამოც საზოგადოებრივ მაუწყებელში 30 დეკემბერს გასული გადაცემა სამარცხვინო იყო: „ნდობას კანონები და რეგულაციები ვერ ქმნის, ამას აკეთებენ კონკრეტული ადამიანები. მე ეს ნდობა უკვე მოპოვებული მაქვს და ამიტომ მინდა, ჩემი ნდობის მთელი ეს შეგროვებული მარგალიტები გადმოვდო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბალანსზე. არ შეიძება მესამე სართულის პერიმეტრით მართავდე ტელევიზიას. შენ უნდა იცოდე რამდენი აქვს ხელფასი დეიდა ნათელას, რომელიც უზარმაზარ სტუდიას ალაგებს. არც ერთმა მენეჯერმა ეს არ იცის. 60 წელი შეგვისრულდა. როგორ ფიქრობთ, მთელი წელი ამაზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი?! 25-ში უცებ ვიღაცას გაახსენდა, რომ 60 წელი გვისრულდება და უცებ გადაწყვიტეს რაღაცის გაკეთება. მე ეს ახლა რომ არ ვთქვა, ვაწყენინებ ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს, რომელმაც ტყვიების ზუზუნში გაატარა აქ ძალიან ბევრი წელი. ის ადამიანები საერთოდ არავის უხსენებია 30 დეკემბრის გადაცემაში. ახლა პირდაპირ ეთერში ვეუბნები ჩემს კოლეგებს და პირველ რიგში, მივმართავ მენეჯმენტს, რომ ეს იყო სამარცხვინო, რაც მოხდა 30 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ყველა ჩემს მეგობარს და მათ შვილებს ვუბოდიშებ ამის გამო,“ - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა. გასაუბრების პირველი ეტაპი გუშინ დასრულდა. საკუთარი გეგმები ბორდს თინათინ ბეერძენიშვილმა, ნათია კუპრაშვილმა და ზაალ ანჯაფარიძემ გააცნეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: ზაალ ანჯაფარიძე - 6, ვასილ მაღლაფერიძე - 6 , ნინო ზაუტაშვილი - 5, თინათინ ბერძენიშვილი - 8, ნათია კუპრაშვილი - 8. საბოლოო კენჭისყრა 6 იანვარს გაიმართება. რვაკაციანი ბორდი, ფარული კენჭისყრით, ახალ გენერალურ დირექტორს აირჩევს. ასარჩევად საბჭოს მინიმუმ ხუთი ხმაა საჭირო.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)