|
2015-03-27 10:16:12, 885 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: წარმატებული რეფორმები გვაქვს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ქვეყნის შიგნით გვარდებოდეს
იუსტიციის მინისტრი ბრიუსელში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. კონფერენციაში − „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელება: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“ − ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვითი უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები იღებენ მონაწილეობას. კონფერენციის დელეგატები ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ევროკომისიის პირველი ვიცეპრეზიდენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის მოხსენებებს ისმენენ და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას ეცნობიან. ღონისძიება ბელგიის იუსტიციის მინისტრმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს იუსტიციის მინისტრმაც მიმართა. თეა წულუკიანის თქმით, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები და, მათ შორის, საქართველო, იმ საქმიანობას აჯამებენ, რომელიც „თითოეულმა ჩვენგანმა სტრასბურგის სასამართლოს განტვირთვისა და გადარჩენისათვის, ადამიანის უფლებების უკეთესად დაცვისათვის განახორციელა“. „ბრიუსელის კონფერენციაზე საქართველო წარდგა ღირსეულად იმ რეფორმების წყალობით, რომლებიც ჩვენ გავატარეთ. არ გვქონდა ადამიანის უფლებათა სტრატეგია და − გვაქვს; არ გვქონდა არასრულწლოვანთათვის სპეციალური კანონი და − მართლმსაჯულების კოდექსი ბავშვებისთვის უკვე შემუშავებულია; და ის პირობა, რომელიც მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა, დავდე, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ ათობით ათას საჩივარს წინა ხელისუფლების დროს მორიგებით დავასრულებდით, ეს პროცესიც შეფასებულია წარმატებულად“, − განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სტრასბურგის სასამართლოში მხოლოდ 4 დავა იყო მორიგებით დასრულებული, 2012 წლის ბოლოდან კი, მორიგებით დასრულდა 70 დავა, 20 ახალი დავა სტრასბურგშია გაგზავნილი მორიგების მოთხოვნით. „ამას სტრასბურგის სასამართლო აფასებს წარმატებულ ნაბიჯად. წარმატებული რეფორმები გვაქვს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები გვარდებოდეს ქვეყნის შიგნით და ჩვენს მოქალაქეს არ სჭირდებოდეს მოგზაურობა, სიარული და საჩივრების გაგზავნა სტრასბურგში. რა თქმა უნდა, ამგვარ მიდგომას სტრასბურგის სასამართლოც მიესალმება დ ხვალ მივიღებთ დეკლარაციას, რომელიც ამ ყველაფერს ოფიციალურად გააფორმებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. ბრიუსელში იუსტიციის მინისტრი რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. თეა წულუკიანი თავის ბელგიელ კოლეგა კოენ გინსს შეხვდება; ვიზიტი კი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ნილს მუჟნიეკთან შეხვედრით დასრულდება.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)