|
2017-01-05 14:21:04, 2311 ნახვა
სამართალი
GDI: წინასაარჩევნო პერიოდში პოლიცია მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ნაკლებად აჯარიმებდა
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიცია მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თვალშისაცემად ნაკლებად აჯარიმებდა. GDI ინფოგრაფიკასაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნული მონაცემები რიცხვებში და პროცენტულადაა მოცემული. კერძოდ, მონაცემები ასახავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის - „სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა“ - სამართალდარღვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებებს 2014, 2015 და 2016 წლების აგვისტოს, სექტემბერისა და ოქტომბერის თვეში. „ინფოგრაფიკაზე ასახული მონაცემები საფუძვლიანს ხდის ვარაუდს, რომ პოლიცია წინასაარჩევნო პერიოდში თავს იკავებდა სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემისაგან, რაც შეესაბამება საზოგადოების ნაწილში არსებულ შეხედულებას, რომ ხელისუფლება რეპრესიული მექანიზმების შერბილებით ცდილობდა გავლენა მოეხდინა ამომრჩეველთა განწყობებზე და იყენებდა სამართალდამცავი ორგანოს პოლიტიკურ პროცესში“,-ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)