|
2015-03-26 18:59:32, 1407 ნახვა
სამხედრო
DEEP-ის სამუშაო ჯგუფის ვიზიტი დასრულდა
ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა, ვიზიტის დასასრულს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან გამართეს შეხვედრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჟან დან-დურანის ხელმძღვანელობით, DEEP-ის ჯგუფი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა მიიღო. სტუმრებმა ქართულ მხარესთან წლიური პროგრამა მიმოიხილეს და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. გოჩა რატიანმა DEEP-ის წარმომადგენლებს თავდაცვის სისტემის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საქმეში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, DEEP-ის სამუშაო ჯგუფის წევრებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა 2015-2016 სასწავლო წლისათვის კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს სამხედრო ინსტრუქტორებისა და აკადემიური პერსონალის გადამზადება, მეთოდოლოგიის შემუშავება, აქტიური სწავლების მეთოდების დანერგვა და აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოცდილების გაზიარება იგეგმება. მათ სერჟანტთა მომზადების ცენტრში განხორციელებული სამუშაოები შეაფასეს და ქართველ კოლეგებს ტრანსფორმაციის პროცესში გამოვლენილი პრობლემების დაძლევის შესახებ რეკომენდაციები გაუწიეს. ცნობისთვის, საქართველოში DEEP-ის სამუშაო ჯგუფი ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს სამხედრო განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერა, სერჟანტთა მომზადების ცენტრში ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამების ოთხსაფეხურიან განათლების სისტემაზე გადაწყობის პროცესის შეფასება წარმოადგენდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)