10:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-31 13:57:54, 1221 ნახვა

სამხედრო
23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა მომზადების ბოლო ფაზა დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების დასკვნით ფაზაზე გადავიდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში, დღეს ქვედანაყოფმა ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ასეულის შემადგენლობით განახორციელა.

„სწავლებისას გამოყენებული იყო ამერიკული სპეციალური დანიშნულების მანქანები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. საველე სწავლების დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთბის, სამედიცინო ევაკუაციის, კონტაქტზე რეაგირებისა და სხვა სამხედრო ტიპის ამოცანა შესრულდა. სწავლებაში 150-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის, ამერიკელი საზღვაო ქვეითები“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

გადასროლისწინა მომზადება სულ ოთხ ფაზადაა დაყოფილი. I ფაზაზე სამხედროების ინდივიდუალური მომზადება ხორციელდება. II ფაზაზე ამოცანები ათეულის შემადგენლობით, III ფაზის განმავლობაში ოცეულის, ხოლო IV ფაზაზე ასეულის და ბატალიონის შემადგენლობით ხორციელდება.

23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ტარდება. საველე სწავლებები რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული.

ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics