|
2016-12-30 18:23:36, 2122 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 15.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 15.3 მლრდ აშშ დოლარი (35.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 108.8 პროცენტია; 2016 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 173.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 108.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (15.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.8 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.6 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.0 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 210.8 მლნ აშშ დოლარი (491.1 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 901.0 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.4 პროცენტი) და 697.2 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.0 მლრდ აშშ დოლარი (7.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.0 მლრდ აშშ დოლარი (11.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.7 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.4 მლრდ აშშ დოლარი (5.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 9.3 მლრდ აშშ დოლარი (21.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 65.7 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.6 მლრდ აშშ დოლარია (8.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 25.3 პროცენტია. 2016 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2.7 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 467.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 210.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 201.0 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი",-ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)