12:07 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 21:37:52, 2776 ნახვა

მსოფლიო
დევიდ ქემერონი შესაძლოა, ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი გახდეს

დევიდ ქემერონი შესაძლოა, ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი გახდეს, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent-ი იუწყება.

მათი ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის კანდიდატურის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარდგენას მოქმედი პრემიერი ტერეზა მეი გეგმავს.

ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი აპირებს, ნატო-ში უფრო აქტიური როლი შეასრულოს.

ცნობისთვის, ამჟამად ნატო-ს გენერალური მდივანი ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics