07:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 09:25:31, 933 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ფონდის "ნატვრის ხე" საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მიერ გამართულ საახალწლო გალა კონცერტს დაესწრო. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა როგორც ქართველმა შემსრულებლებმა, ასევე, უცხოელმა სტუმრებმა, მსოფლიოში განთქმულმა საოპერო მომღერლებმა და სახელგანთქმულმა ანსამბლებმა  მიიღეს, რომლებიც თბილისში სპეციალურად ქართველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდნენ.

თბილისის მერის თქმით, ფონდი „ნატვრის ხე“ უკვე მესამე წელია მძიმედ დაავადებული ბავშვების მკურნალობას აფინანსებს და ამ დროის განმავლობაში ფონდმა არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.

„თბილისის მერია „ნატვრის ხის“ დაარსებიდან დღემდე მხარს უჭერს ამ მასშტაბურ საქველმოქმედო ინიციატივას და მომავალშიც ასე იქნება. ქველმოქმედება გახლავთ ის, რაც თითოეულ ჩვენგანს მორალურ ვალდებულებად მიგვაჩნია და სწორედ ამიტომ, ფონდის საქმიანობის ირგვლივ, მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით ადამიანი ერთიანდება. მიზანი დიდია - დავეხმაროთ იმ ბავშვებს, რომელთაც ჩვენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.  

ამასთან, მე, როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ კონცერტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი სტუმრები გაეცნობიან ჩვენს დედაქალაქს, დაათვალიერებენ მის უძველეს ღირსშესანიშნაობებს, გაეცნობიან ჩვენს კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics