|
2016-12-25 17:49:14, 2237 ნახვა
ეკონომიკა
ბორჯომ-ბაკურიანში აღდგენილი ე.წ. კუკუშკა იმოძრავებს
ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს განახლებული და კაპიტალურად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები მოემსახურება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ПВ-900 ტიპის სამგზავრო ვაგონებს, რომლებსაც კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, „საქართველოს რკინიგზის“ ძალისხმევით, ძველი იერსახე დაუბრუნდა. ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით და პირიქით, მატარებელი დღეში 2 რეისს ასრულებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მატარებელი მნიშვნელოვანია, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. "დღეს ბაკურიანში დღესასწაულია. ე.წ კუკუშკა, რომელიც ამ კურორტის ყველასთვის საყვარელი შემადგენელი ნაწილია, სრულად რეაბილიტირებულია და ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის. ეს მატარებელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ბევრი სოფლის მცხოვრებლებისთვის. ასევე, დღეს ჩვენ გავხსენით მიტარბის ახალი სათხილამურო ტრასა და ახალი საბაგირო, რომელიც 30 წლის წინ შეჩერდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე ჩავბერეთ კურორტ მიტარბს. კოხტა-მიტარბის ახალი კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი კურორტი ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსში და განვითარდება გენერალური დაგეგმარების შესაბამისად, ქაოსური განვითარების გარეშე", - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, კურორტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ვითარდება და ხორციელდება ინვესტიციები. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებისთვის, თუმცა, პოტენციალიდან გამომდინარე, კურორტი ძალიან დიდ რადიუსში მცხოვრებლებს დაასაქმებს. "ძალიან დიდი გეგმები გვაქვს - მომავალი წლის განმავლობაში აშენდება ბიატლონის ტრასა, ვიწყებთ ტრამპლინის აღდგენას და დამონტაჟდება ბევრი ატრაქციონი, რომელიც 12 თვის განმავლობაში აქ დაუსაქმებელს არავის დატოვებს", - განაცხადა პრემიერმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)