2016-12-25 15:43:26, 1222 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს ულოცავს
ძვირფასო თანამოქალაქენო,გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა. განსხვავებულისადმი პატივისცემის ჩვენი ტრადიცია უპირველს ყოვლისა, იმ ფასდაუდებელი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი საერთო სამშობლოს წინაშე.
ვუერთდები თქვენ სიხარულს. დაე, განახლებისა და მომავლის რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში“,-ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან