12:04 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 21:54:57, 3207 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში, თურქეთის საელჩოს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

ბრიუსელში, თურქეთის საელჩოს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Derniere Heure-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე შენობასთან საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა პერიმეტრი გაწმინდეს და გამნაღმველები გამოიძახეს.16:30 საათისთვის კი მათ მუშაობა დაასრულეს.

ბრიუსელის პროკურატურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საეჭვო ნივთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის ასაფეთქებელზეა საუბარი.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული იყო გაზის ბალონი და ასანთი. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics