|
2016-12-21 16:34:03, 2007 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარიამ ფოთის პორტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
ფოთის პორტში ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საზღვაო ხაზების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პორტში სტიქიისგან გამოწვეული შედეგების გამოსასწორებლად მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და გაეცნო იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც გადამზიდავი კომპანიები აღმოჩნდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, პორტში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაძლოა, ნავსადგურის სრულყოფილი ფუნქციონირება დაგეგმილ ვადაზე ადრე გახდეს შესაძლებელი. „საზღვაო ხაზების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრი პირადად გაეცნო იმ პრობლემატიკას, რომლის წინაშეც საზღვაო ხაზები დგანან ფოთის პორტის შეფერხებული საქმიანობიდან გამომდინარე. ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია ფოთის პორტში მიმდინარე სამუშაოების შესახებ და ის დამაიმედებელი პროგნოზი, რომ ნაცვლად 27-28 დეკემბრისა, შესაძლოა ფოთის პორტმა უსაფრთხო დონეს არხში მიაღწიოს რამდენიმე დღით ადრე. მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს უკვე სიღრმე 7 მეტრია, შესაძლოა, დღის ბოლომდე 8 მეტრამდეც იქნას მიღწეული და შევძლოთ უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში ფოთის პორტში რეიდზე მდგარი ყველა საკონტეინერო გემის მიღება და მათი ტვირთების დამუშავება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა. მისივე თქმით, საზღვაო ხაზების წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ბათუმის პორტისა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის მზაობის შესახებ იმისთვის, რომ დამატებითი კრიტიკული საჭიროების შემთხვევაში, იქ გამოიძებნება რესურსი ფოთის პორტიდან გადამისამართებული გემების დამუშავებისთვის. „ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ მომავალში მსგავსი შესაძლო სიტუაციების დროს კიდევ უფრო მეტი კოორდინაციით, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ პრობლემების მოგვარება და ვფიქრობ, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო. ჩვენ მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ როგორც საზღვაო ხაზებთან, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას და შევეცდებით, ყოველთვის ოპერატიულები და ეფექტიანები ვიყოთ მათი პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა დავით ხუციშვილმა. საზღვაო ხაზების წარმომადგენლებთან შეხვედრას გიორგი გახარიასა და დავით ხუციშვილთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ჰიდროგრაფიის სამსახურისა და ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)