|
2016-12-20 13:59:27, 966 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა
ჯანდაცვის უწყებას დღეიდან ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლადარჩეული მინისტრი ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. მათივე ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ზაალ მიქელაძე მინისტრად ხმების უმრავლესობით იქნა არჩეული. ცნობისთვის, ზაალ მიქელაძე პროფესიით ექიმი-პედიატრი სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა. ბოლო წლებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი იყო აჭარაში, მანამდე კი – სადაზღვევო კომპანია „იმედი-L"-ის სამედიცინო კოორდინატორი. უფრო ადრე ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერად მუშაობდა. ,,ბატონი ზაალი ბოლო წლებია რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის აჭარის კოორდინატორი გახლდათ. მას ჰქონდა უშუალო შეხება მოსახლეობასთან, სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ხალხთან. პროფესიით ექიმი-პედიატრი სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა. იგი გახლავთ ძალიან მზრუნველი, გულისხმიერი ადამიანი. ვფიქრობ, ეს თვისებები პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან ერთად მას დაეხმარება წარმატებით გაუძღვეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას, ეფექტურად განახორციელოს ჯანდაცვის სფეროში ბევრი სასარგებლო და საჭირო პროგრამა"-აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა მინისტრის წარდგენისას. (NS)
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზელენსკიმ არჩევნების შემდეგ რუსეთში მობილიზაციის ორი ტალღის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)