23:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 19:13:06, 1226 ნახვა

საზოგადოება
სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ პარტნიორობით, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

ორდღიანი ღონისძიება პროექტის - "საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზა" - ფარგლებში მოეწყო და გაიხსნა გამოფენით - ,,ქალები ძალადობის წინააღმდეგ“.

შეხვედრაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე.

განიხილეს ასევე საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, მისი აღსრულების ინსტიტუციური მექანიზმები და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო პრაქტიკა. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელები.

ანალოგიური ტიპის შეხვედრები იგეგმება საქართველოს 5 საზოგადოებრივ ცენტრში. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics