23:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 17:00:27, 2088 ნახვა

საზოგადოება
ნიუ-იორკის პრესტიჟულ გალერეებში ქართველი მხატვრებისთვის 5 გამოფენა გაიმართა

ნიუ-იორკში უკვე ერთი წელია ფუნცქიონირებს არტპრომოუშენ კომპანია Madatart-ი, რომლის დამფუძნებელიც ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენიაა.

ის ამერიკელ არტისტებთან მუშაობის პარალელურად აქტიურად არის დაკავებული, ამერიკაში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით და 2016 წელს ქართველი მხატვრებისთვის ნიუ იორკის პრესტიჟულ გალერეებში 5 გამოფენა გამართა. გამოფენებს ქალაქის ისეთი პრესტიჟული გალეერები მასპინძლობდნენ, როგორებიცაა; Emmanuel Fremin Gallery , Phoenix Gallery, Artifact Gallery.

The colorful Shadows ასე ერქვა გამოფენას, რომელიც კომპანიამ 11 დეკემბერს დაასრულა. გამოფენაში სხვა მხატვრებთან ერთად მონაწილეობას იღებდა გია ბუღაძეც. გამოფენაში მონაწილეობდნენ; ციური ჩაჩუა, თათია კობრეშვილი, ალეკო აჭარაძე, ავთანდილ გახოკიძე, დავით არბოლიშვილი, რეზო მექვაბიშვილი, ცირა ახობაძე, ნანა გაგოშიძე, ნინო კიკვაძე, ნინო ქურდაძე, მაკა ბერაძე, ლაშა ბერაია, ეკა არსენიძე, თიკა გზირიშვილი და პაპუნა დაბრუნდაშვილი. მხატვრები და მოქანდაკეები წარმოდგენილი იყვნენ როგორც საქართველოდან ისე ამერიკიდან.

გამოფენის გახსნა საკმაოდ წარმატებული იყო. დიდი ინტერესი გამოიჩინეს, როგორც ამერიკელმა დამთვალიერებელმა, ისე ქართველმა ემიგრანტებმაც.

მედეთარტს ქართული ხელოვნების მოყვარულთათვის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე აქვს. 21 დეკმებერს ასევე მანჰეტენზე Muriel Guepin Gallery ში ქართველი მხატვრის, წიგნების ილუსტრატორისა და გამომცემლის ლაშა ბერაიას სოლო გამოფენა გაიმართება. რომლის ორგანიზატორიც ასევე მარიტა დამენია გახლავთ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics