|
2016-12-19 14:15:38, 2133 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის არსებულ ძირითად მიმართულებებზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე ისაუბრეს. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანიის ელჩს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები. საუბარი წარიმართა მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. აღინიშნა, რომ მათი განხორციელებით საქართველო შეძლებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, რაც დადებითად აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე და ამ მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ჩართულობასა და როლზე. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ევროპული სტანდარტების დანერგვაზე ადგილობრივ წარმოებასა და მომსახურებაში. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და იმედი გამოთქვეს, რომ პროცესი სულ მალე დასრულდება. ასევე, სამომავლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით ქალბატონმა ფაიჩმა გამოხატა მზაობა გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის მხარდაჭრისა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც არის საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 2017 წელს დაგეგმილი სამთავრობო მოლაპარაკებები.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)