10:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-18 12:23:15, 2298 ნახვა

სამართალი
დუისში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის პოლიციის განყოფილებაში ორმა მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

შსს-ს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: 2 ხელყუმბარა, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, კალაშნიკოვის კონსტრუქციის წყალქვეშა საიერიშო შაშხანის 19 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 39 ვაზნა და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 220 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics